“მოძალადეა ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობა” – მეუფე ვახტანგი

meufe

მეუფე ვახტანგ ახვლედიანი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და”ენმ”-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და აცხადებს, რომ “ქვეყანას დღეს მოძალადე მთავრობა ჰყავს, ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახით”.

მღვდელმთავარი აცხადებს, რომ ყველაფერს ქართველი ერი არ შეეგუება და მისივე თქმით, უბრალოდ დროა საჭირო.

“ეს არის ქვეყნის უბედურება, ჩვენი უბედურება რაც ქვეყანაში ახლა ხდება და ფაქტია, რომ მოძალადეა დღეს ვინც ჩაიდინა ეს უბედურება ღარიბაშვილის სახით თუ ივანიშვილის სახით და ქართველი ერი ამას ვერც შეეგუება და ვერც აპატიებს, ოღონდ ამას დრო სჭირდება” , – ამბობს მეუფე ვახტანგი “მთავართან”.

დაწერე კომენტარი