მოქალაქეებს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

მართვის მოწმობის აასაღებად საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს.
პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.

cyc

“ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი – გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება.

თალაკვაძის შეფასებით, მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში მძღოლების საწყის კვალიფიკაციას გაზრდის. სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაც.
უმრავლესობის ლიდერმა ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არნიშნული მოდელი ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს.

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით.

რეკლამა

დაწერე კომენტარი