“მოუჭირა ხელები პირზე საჯდომზე, მკერდზე…” – ვინ არის 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც გორში სკოლის მოსწავლის გაუპატიურება სცადა

სექსუალური ძალადობის მცდელობა გორში. მამაკაცი 16 წლის გოგონას იმ დროს აედევნა, როცა მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. 20 წლის ბიჭმა მას პირზე ხელი ააფარა და სექსუალური ძალადობა სცადა, გოგონამ ყვირილი დაიწყო და ის მეზობლებმა გადაარჩინეს, თუმცა სა ვარაუდო მოძალადე მიიმალა. არსებული ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

“გაუპატიურების მცდელობა იყო, მოკიდა ხელები საჯდომზე, მკერდზე. მოდიოდა ბავშვი სკოლიდან “ნაუშნიკები” ეკეთა, ფეხის ხმა არ გაუგია, რადგან “ნაუშნიკები” ეკეთა. ტელეფონზე საათს დავხედე და უცებ ვიღაც მწვდა უკნიდანო, სახეზე შეეხო, ყელზე ხელიმოუჭირა. ჩემმა დამ ყვირილი რომ დაიწყო, ამ ყვირილზე მეზობელი გამოვიდა, დაიჭირა ის ბიჭი და სცემა. ბავშვი რომ სახლში შემოვიდა და ვკითხე რა მოხდა-მეთქი, ხმა ვერ ამოიღო, სულ გატეთრებუილი იყო” – განაცხადა მოზარდის დამ.

ძალადობის მცდელობაში დაკავებული ბიჭი არის ტარიელ ციცაგი, რობელიც გორის რაიონის სოფელ ქვემო სობიში. ციცაგის ადვოკატი, მომხდართან დაკავშირებით სულ სხვა ვერსიას ყვება. ის ამბობს, რომ ციცაგი და არასრულწლოვანი მგზავრობდნენ ავტობუსით, როცა მან დაინახა, რომ გოგოს ეკეთა ოქროულინ და მას ჰქონდა არასრულწლოვანის გაძარცვის განზრახვა.
“ფაქტობრივი გარემოება იყო სულ სხვა, ერთი სამარშუტო ტაქსით იმგზავრეს, გოგონა უსმენდა ყურსასმენებით მუსიკას და რიომ ჩამოვიდნენ წავიდა გოგონა კორპუსისკენ, ამ ბიჭსაც იგივე გზა ჰქონდა, შეამჩნია, რომ ეკეთა სამკაულები და უნდოდა, რომ წაერთმია” – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
ტარიელ ციცაგი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერე კომენტარი