მოტყუებული 50 მოქალაქე და უკანონოდ მითვისებული 500 000 ლარი – „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის” დამფუძნებლები დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი”, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს”, – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

loading…

პოპულარული

„ვერ ეღირსებით ბზარის გაჩენას!“ - კალაძის იერიში ოპოზიციაზე
გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებს აცნობს
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
„პირს არ გაღებინებენ... საკუთარი თავი არ გეცოდებათ?..“ - სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს
მალხაზ მაჩალიკაშვილს ბაზარში პროვოკაციას უწყობდნენ - „ეს ხალხი რო არ გამეშიფრა, იყო მცდელობა ჩვენთვის რაღაცა დაებრალებინათ. სუსის თანაშრომლებო, არ გაძეხით ტამერლანის სისხლით“
ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი