,,სკოლის ეზოში მყოფმა ბიჭებმა მოაწევინეს” -მარიხუანას მოწევის გამო მოსწავლემ გაკვეთილზე გონება დაკარგა

მარიხუანას ჩითილები

შემთხვევა სოფელი კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს მოხდა.

როგორც სკოლის დირექცია აცხადებს მეცხრეკლასელი სკოლის მოსწავლე სკოლაში (ნარკოტიკული თრობის ) მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

არასრულწლოვანს მარიხუანა სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. შავმა ბიჭებმა მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ჯანმრთელობა გაუარესდა და გონება დაკარგა, იგივე პირებმა არ მისცეს სკოლის ადმინისტრაციას საშუალება სკოლის მოსწავლე გადაეყვანათ ახლომდებარე საავადმყოფოში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან სკოლის ადმინისტრაციას ადგილობრივი “შავი გაგების” პირები დაუპირისპირდნენ და დაემუქრნენ ფაქტი არ გასაჯაროვებინათ. უფრო მეტიც, მაშინ როცა დირექტორმა გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილით გადაეყვანა მოსწავლე საავადმყოფოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი თავად არასრულწლოვანის ახლო ნათესავებმა განაცხადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფაქტს არ უარყოფენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, რომელებიც აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მაღალკლასელებში გახშირებულია მარიხუანას მოხმარება, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მათი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია.

წყარო: რეზონანსი

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი