მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ბანკეტის გამო დაიწყო – რას ყვება 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე ადვოკატი

საპატრულო პოლიცია

35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც 35-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გაგარინის მოედანზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში, გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ ვის ეჭირა ცივი იარაღი.

შავი ჩაი ასკილით

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კონკრეტული სახელი და გვარი, თუ ვინ გამოიყენა აღნიშნული კონფლიქტისას ცივი იარაღი, მედიასთან არ დაასახელა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან.

ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პიროვნება არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი “მხოლოდ აშველებდა და მას ხელზე აქვს მიყენებული ჭრილობა”. მისივე ინფორმაციით, ის, ვინც გამოიყენა ცივი იარაღი, იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, ის პიროვნება, რომელმაც ცივი იარაღი გამოიყენა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მოსწავლების მკვლელობის საქმეში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი