მოსმენების შესახებ კანონი

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში შესატანმა ცვლილებებმა შესაძლოა მცირე სატელეკომუნიკაციო ოპერატორების არსებობა ეჭვქვეშ დააყენოს,- ამის შესახებ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში საუბრობენ.

cyc

თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციaლური სააგენტოს მიერ შემუშავებული ის ვალდებულებები და რეგულაციები, რომელიც კომპანიებს დაეკისრებათ, ძირითადად დიდ კომპანიებზე იქნება მორგებული, პატარა ოპერატორები კი დარტყმის ქვეშ მოხვდებიან.

უჩა სეთურის განმარტებით, კანონპროექტი ნაჩქარევად შემუშავდა და საჭიროა საკითხზე მოლაპარაკებები, ისე რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

უმრავლესობა დღეს მოლაპარაკებების შედეგად კანონპროექტში შესაძლო ცვლილებებს არ გამორიცხეს. საკითხს ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.

რეკლამა

დაწერე კომენტარი