მოსამართლე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიევის პეჩორსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლარისა ცოკოლი, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, საბჭო არ აკონკრეტებს, რატომ განიხილა მოსამართლე ლარისა ცოკოლის საკითხი და რა გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივი.

ცნობისთვის, 2017 წლის 11 დეკემბერს ლარისა ცოკოლმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვდა.

პოპულარული

"დამექცა სამყარო თავზე, ვაი,ამნაირ ჩამოსვლას და ამნაირ სიცოცხლეს ნია" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"როგორ შეგეძლო ეს...ჩემს სკვინჩას ყვავილების კალათა მოპარე, გულზე ფეხი დაადგი და მე,დედას,დილით მხვდება ნაფეხური შვილის საფლავზე" - ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედა
შემზარავი ვიდეო - "მოდელი ანა რეხვიაშვილი, აქეზებს არასრულწლოვანს იძალადოს ცხოველზე"
როგორ მღერის 6 წლის ნია, რომელიც თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა - ემოციური ვიდეო
დაწერე კომენტარი