მორიგი ტერაქტი თურქეთში

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მირანშეჰირში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსვერპლი მოჰყვა. აფეთქებისას დაიღუპა სამი წლის ბავშვი. სასრაფო დახმარების ჯგუფებმა კი საავადმოყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა კრიტკულია. თურქული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ავტომობილი იმ შენობასთან აფეთქდა, სადაც მოსამართლეები და პროკურორები ცხოვრობენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი