მორიგი სკანდალური ბრალდება – კახა კალაძე ქართველ სამხედროებს აგვისტოს ომში თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებს

კახა კალაძე

კახა კალაძის უმძიმესი ბრალდება – დედაქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქართველი სამხედროების ჰააგაში გასამართლებას არ გეგმავს და შეიარაღებული ძალების პროტესტი თეა წულუკიანის განცხადების გამო, ოპოზიციის პროვოცირებულია.

ქართველი ჯარიკაცების შესაძლო გასამართლების შესახებ, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების ახლებურ ინტერპრეტაციას დღეს მმართველი გუნდის სრული შემადგენლობა ცდილობდა.

ბრალდებები ყოფილი ხელისუფლების მისამართით და მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულების მცდელობა, სავარაუდოდ, ერთ ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ომის გამოძიების პროცესი ჰააგას გადააბარა და ქართველი სამხედროების დაპატიმრების რისკის ქვეშ დააყენა.

მმართველი გუნდის თავდასხმების ახალი ტალღა სამხედროების წინააღმდეგ, თეა წულუკიანის ამ განცხადებას მოჰყვა, რომლის ავტორმა ბოლო 24 საათში უკვე მესამედ შეცვალა.

საკუთარი ნათქვამის გამართლებას, იუსტიციის მინისტრიც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკით შეეცადა. თეა წულუკიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების პროტესტი ენმ-ს დააბრალა და სამხედროების ნაცვლად, ისევ ოპონენტებს უპასუხა.

დღეს წულუკიანი ამბობს, რომ სამხედროები ბედი ჰააგელმა პროკურორმა ფატუბენსუდამ უნდა გადაწყვიტოს. 2013 წელს წულუკიანი ამბობდა, რომ საქმე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს და ჰააგაში ამ პროცესის გადასვლა არ უნდა დაუშვას. 3 წლის შემდეგ კი თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოში წერილი გააგზავნა და საერთაშორისო სასამართლოს აცნობა, რომ ქართული მხარე აგვისტოს ომის გამოძიებას ვეღარ ახდენდა და ეს პროცესი მათ უნდა გადაებარებინათ.

ჰააგის სასამართლოში, საქართველოდან ჯერ მხოლოდ ხელისუფლების ბრალდებებს, ჯარისკაცების მიმართ თავდასხმის და ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულების შესახებ განცხადებებს ისმენენ.

loading…

პოპულარული

„ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“ - ექიმი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს” - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
ჰიპერტონული კრიზი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ხვალ ავტოტრანსპორტის განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი