მორიგი მასობრივი მკვლელობა – დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 4

მორიგი მასობრივი მკვლელობა შეერთებულ შტატებში – შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ქალაქ ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში გახსნა. დაიღუპა 12 ადამიანი, 4 კი – დაშავდა.

გამოძიებას თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ ის კომუნალური სამსახურის თანამშრომელი იყო. თავდასხმის სავარაუდო მიზეზად მისი უკმაყოფილება სახელდება.

თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ვირჯინია ბიჩზე, მუნიციპალურ შენობაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქალაქის მერმა უკვე უწოდა ყველაზე დამანგრეველი შემთხვევა ამ ქალაქის ისტორიაში.

სროლა ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქ ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში საღამოს 4 საათზე გაისმა. დაზარალებულთა შორის არის პოლიციის ოფიცერიც, თუმცა, როგორც სამართალდამცველებმა თქვეს, ის ჯავშანჟილეტმა იხსნა.

„მსხვერპლი შენობის სამივე სართულზე აღმოვაჩინეთ. ასევე ერთი ცხედარი შენობის გარეთ, მანქანაში იყო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახდინოთ შენობაში მყოფი ყველა ადამიანის იდენტიფიცირება, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დადგენილია თავდამსხმელის ვინაობაც. მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და ორმხრივი სროლა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,“ – განაცხადა ვირჯინია ბიჩის პოლიციის უფროსმა, ჯიმ სერვევამ.

მომხდარის შესახებ საქმის კურსში სასწრაფოდ ჩააყენეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შტატის სენატორმა თიმ ქეინმა ამ თავდასხმის შემდეგ განცხადება ტვიტერის საშუალებით გააკეთა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ზეწოლას კონგრესზე, რათა იარაღით ძალადობა თავიდან აცილებული იყოს.

პოპულარული

გადაწყვეტილება მიღებულია: პრემიერი მიდის - ივანიშვილ-გახარიას შორის გამართული შეხვედრის დეტალები
გახარია გადადგა?- რას ამბობენ ხელისუფლებაში
სამვარსკვლავიანი გენერალი პოლიტიკაში მოდის - ვისთან ერთად იბრძოლებს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის გმირი? - გენერლალ დევი ჭანკოტაძის პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ
,,ოჯახი სწორედ იმ ქალბატონმა დამინგრია!” – ლოლა წერეთელი დუმილს არღვევს
დაწერე კომენტარი