„საგანგებო რეჟიმის დროს საგანგებო დაცვის ზომები უნდა იყოს მიღებული!“ – 4 მილიონზე მეტი ადამიანის ინფორმაციის გაჟონვაში, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ჰაკერები

4 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემები მოიპარეს. გატეხილია ერთ-ერთი სამთავრობო უწყების ბაზა და ახლა მოქალაქეების პირადი მონაცემები დაცული აღარაა. ამ ბაზის ჰაკერების ხელში მოხვედრის შემდეგ, შესაძლოა კონკრეტული ადამიანის სახელით აიღონ სესხი, განახორციელონ გადარიცხვები და მოახდინონ გავლენა არჩევნებზეც კი. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების გაჟონვას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, მომხდარი ფაქტი ნამდვილად საგანგაშოა და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

„ეს არის ნამდვილად საგანგაშო ინფორმაცია, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. რამდენიმე ღონისძიება უნდა გატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი – სამინისტროებმა, (ვისაც ეხება) ეს ინფორმაცია უნდა დაადასტურონ ან უარყონ, მეორე – დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა დაცული ბაზის გატეხვა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ცნობილია, რომ მონაცემებით მხოლოდ მმართველი გუნდი სარგებლობდა და ოპონენტებისთის მიუწვდომელი იყო.

„დიდიხანია ცნობილია, რომ ამ მონაცემებით სარგებლობდა მმართველი გუნდი, ხოლო  ოპონენტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ნდობა იმისა, რომ ამის გამოძიება მოხდება ძალიან დაბალია იმიტომ, რომ ბევრი სხვა ფაქტი ჰქონდა შსს-ს, რომელზეც თქვეს რომ გამოვიძიებთო და შედეგი არ დადგა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს დანაშაული იმ უწყებას ეხება, რომელმაც ვერ მოუარა მონაცემებს. მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმის დროს საგანგებო დაცვის ზომებიც აუცილებელია.

„ეს არის დანაშაული იმ უწყებისა, რომელმაც ვერ მოუარა ამ მონაცემებს. ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით. საგანგებო რეჟიმის დროს კი საგანგებო დაცვის ზომები უნდა იყოს მიღებული ნებისმიერ მონაცემთა ბაზაზე“, – განაცხდა ვაშაძემ.

კიბერ სტრატეგიის კონსულტანტ-მკვლევრის ანდრო გოცირიძის თქმით, არჩევნების ბაზების მწყობრიდან გამოყვანას შესაძლებელია არჩევნებზე  ძალიან ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.

„დიდი მასივია ინფორმაციის წაღებული, რაც გამოდგება ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების იდენტიფიკაციისთვის. არჩევნების ბაზების მწყობრიდან გამოყვანას შესაძლებელია არჩევნებზე  ძალიან ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. პერსონალური მონაცემების მოპარვით შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ასევე, პირის დევნა და დაშანტაჟებაც“, – აღნიშნა გოცირიძემ.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
დაწერე კომენტარი