მომეცით ბაჩალიაშვილის ვიდეო-დღიურების გაცნობის საშუალება – კილაძე პროკურატურას

kilaZe

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი, ელისო კილაძე პროკურატურას სთხოვს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-დღიურების ნახვის საშუალება მისცენ. ამ თემაზე განცხადება მან გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა. 

შერჩევით რომ დაგყავთ მანდ ჟურნალისტები და თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-დღიურებს ასმენინებთ, მე ვითხოვ, რომ მომეცეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდო-დღუურების გაცნობის საშუალება და ველოდები შეხვედრის დროს და თარიღს, თუ არ გაქვთ შერჩევითი მიდგომა, – თქვა ელისკო კილაძემ.

კილაძემ საგამოძიებო უწყებას მიმართა კითხვით, რა ეტაპზეა “ვილა ალგეთთან” დაკავშირებით გამოძიება. მან აღნიშნა, რომ უწყებას შესაბამისი ინფორმაცია 4 სექტემბერს გადასცა და ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დროა გასული.

კილაძე ვარაუდობს, რომ უწყებამ ყალბი ფოტოების თემა სპეციალურად ამ ვერსიის გადასაფარად “შემოაგდო”. მის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული ფოტოები ყალბია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფურცხვანიძე  მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს, 25 სექტემბერს დააკავა. 

დაწერე კომენტარი