მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება ორჯერ უნდა გაიზარდოს – გიორგი კვირიკაშვილი

“მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება ორჯერ უნდა გაიზარდოს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ქართული ოცნების  თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში პარტიის წარმომადგენლების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება, თითქმის, ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები რეგიონებში, რაიონებში გადაინაცვლებს. ადამიანები რეგიონებში ადგილზე გადაწყვეტენ, რა პროექტები დააფინანსონ და მათ ექნებათ საამისო ფინანსური რესურსი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი