გორში მოკლული პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი „ჯეო სოლუშენში“ მუშაობდა – შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის დამატებითი დეტალები

არ გადაკვეთო

მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ცეხში მუშაობდა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, „ჯეო სოლუშენ“ , ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული უცნობია, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალისტებს დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით კომპანიაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

,,არავინ არ არის ცეხში, მხოლოდ დაცვის თანამშრომლები ვართ. შესაძლოა, იმიტომ არ მუშაობენ რომ დაკითხვაზე უნდა წავიდნენ. ჩვენი რომელი თანამშრომელია დაკავებული არ ვიცით, აქ თურქები მუშაობენ და გორში, სხვადასხვა ბინებში ქირით ცხოვრობენ. საწარმოს მეპატრონეც თურქია”,-ამბობს დაცვის თანამშრომელი.

დაწერე კომენტარი