მოკლული მოსწავლის ერთ-ერთ მეგობრის ინტერვიუ! რომ დაჭრეს, მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა..

ბიჭები - ხორავას ქუჩის საქმე

ბოლო დროს საზოგადოებას მუდმივი სტრესის ქვეშ უწევს ცხოვრება და ყოველდღე უარყოფითი ინფორმაციის მოლოდინშია – დღე ისე არ გადის, შოკის მომგვრელი ფაქტები არ მოხდეს. საუბედუროდ, ქუჩური გარჩევები მოზარდებს შორის ისევ სერიოზული პრობლემაა…

შავი ჩაი ასკილით

პირველ დეკემბერს ლევან დადუნაშვილი და დათო სალარიძე სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ორი საათი ხდებოდა, როცა მოზარდები თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან გამოვიდნენ… მოზარდების ჩხუბს შეესწრო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ნიკა ვაჩეიშვილიც:

“წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა, 15-ზე მეტი იყვნენ. ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე უცებ ახმაურდნენ. დავუყვირეთ, ახლავე მოვა პატრულიო, მაგრამ ისე იყვნენ ამ ომში ჩართული, შეძახილებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩხუბი სამი წუთი გაგრძელდა, მერე დავინახე ბიჭი ფეხზე იდგა და თვითონაც უკვირდა, სისხლი რომ სდიოდა”.

ლევან დადუნაშვილის ახლობელი: – ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა საქმის გარჩევები. ეს 53-ესკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამები გაუფრთხილებია, შვილებისთვის ყურადღება მიექციათ.სამწუხაროდ, ასეთი რამე 51-სკოლის დირექციას არ გაუკეთებია – ბიჭების მშობლებმა ამ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ…

როგორც მითხრეს, ოთხ მოზარდს ჰქონდა დანა და ახლა მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ.
ჩვენი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში. როგორც მითხრეს, დაკავებული ახალგაზრდა, რომელმაც ლევანი მოგვიკლა, სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. იმავე სკოლის მოსწავლეა მეორე ბრალდებულიც, რომელსაც პოლიცია ეძებს.
….
ჩვენი ლევანი კონფლიქტური არასოდეს ყოფილა. იმ დღესაც დათოს აშველებდა. მეგობარი ამბობს, რომ დაჭრეს, მხოლოდ ეს თქვა, მე რა შუაში ვიყავიო, მერე კი გონება დაკარგა…

 

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი