მოიხსნას საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები – ნატო-ს მიმართვა რუსეთს

ნატო

NATO რუსეთს “ღია ცის შეთანხმების” სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნას ურჩევს.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან “ღია ცის ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შერჩევით შესრულებამ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ს დებულების შესაბამისად, ექვს თვეში ხელშეკრულების დატოვებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა, გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში გადახედოს, თუ რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

ამის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთმა უარი თქვა სადამკვირვებლო ფრენების დაშვებაზე თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან დერეფანში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამით კი ოფიციალური მოსკოვი მცდარი ნარატივის გავრცელებას შეეცადა, თითქოს, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

“ღია ცის შეთანხმება” 35 სახელმწიფოს აერთიანებს. დებულების თანახმად, ხელმომწერი ქვეყნების ავიაციას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის უფლება ენიჭება. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
„სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი“ - ნინო ნადირაძე
დაწერე კომენტარი