მოვუყევით ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში – გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გრიგოლ ვაშაძე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, მოვუყევით ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში და იმ გაყალბების მასობრივ მცდელობაზე, რომელსაც ხელისუფლება ახლა გეგმავს და უწევს ორგანიზაციას გამალებით. განსაკუთრებით, საინტერესო იყო ის, რომ ელჩს აინტერესებდა გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი