მოვითხოვე შეხვედრა მირზა სუბელიანთან – ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი მირზა სუბელიანთან შეხვედრას გეგმავს. ირმა ინაშვილის თქმით, მან უკვე მოითხოვა სუბელიანთან შეხვედრა.

ინაშვილის განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ მიიღო, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და ხელისუფლებასთან მისი შეტყობინებების გადაცემას სთხოვს.

ინაშვილის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არის ჩანაწერებთან დაკავშირებით.

„მე დღეს ისეთი ვითარებაა, აღარავისი არ მჯერა, საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც მოვითხოვე შეხვედრა მირზა სუბელიანთან, რომ მისგან გავიგო უშუალოდ რაზეა საუბარი, თორემ ბევრი კითხვაა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, დაცული არავინ აღარ არის, დეპუტატი ხვდება პატიმარს და იწერება ეს ჩანაწერი. წარმოგიდგენიათ ქვეყანა რა მდგომარეობაშია? ეს არის ვითარება, როდესაც ჟუჩოკებზე და ჩანაწერებზე დგას სახელმწიფო და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოებრივად, იქ სადაც არის სიმართლე, ეს სიმართლე არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ თეატრალიზების ელემენტები არის ძალიან ბევრი და ეს უნდა გამოვრიცხოთ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა, რომელიც უწყების ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“

მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით პირველი აუდიოჩანაწერი

P.S.-ში გავიდა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

მირზა სუბელიანი ასევე ჰყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ციხეში ჩაჯდომა “სახელმწიფოს გადასარჩენად“ სთხოვეს.

მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი