მოგერინი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურები უმოკლეს ვადაში დასრულდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, – ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

cyc

ფედერიკა მოგერინიმ ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აუცილებელ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

მოგერინიმ და კვირიკაშვილმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია.

მხარეებმა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი