მობილიზებულია გამნაღმველები და პოლიცია – ევაკუაცია ხაშურში

ხაშურში თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. გადაკეტილია ის ადგილი სადაც, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.

“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.

დაწერე კომენტარი