„მოახლოებული ეკონომიკური კრიზისი ფონზე უნდა შეჩერდეს იძულებით აღსრულება“ – ნიკა მელია ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს

ნიკა მელია

ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მიძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ.

ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან მთავრობისადმი შეთავაზებული ინიციატივები გაგებული უნდა იყოს არა როგორც კრიტიკა, არამედ როგორც რეკომენდაცია, თუ როგორ გაუმკალვდეს ქვეყანა არსებულ ვითარებას.


ნიკა მელიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ 5000 კომპანიისთის ინკასოს დადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა მოახლოებული კრიზისის დროს.
“ეს სენი რომ დამარცხდეს, მნიშვნელოვანია ერთობა და ეს არ არის პათეთიკა, ეს არის რეალობა და გარდაუვალი აუცილებლობა. ამიტომ, ჩვენი ნებისმიერი ინიციატივა გაგებული უნდა იყოს არა როგორც კრიტიკა, არა როგორც პოლიტიკური პაექრობა, არამედ როგორც რეკომენდაცია და რჩევა, როგორ უნდა დავძლიოთ ეს რთული ვითარება.
დღეს მომსწრენი გავხდით, რომ ორ ტელეკომპანიას დაედო ინკასო . “ტვ პირველისა და “მთავარი არხის” გარდა 5000-იურიულ პირს. ეს არის სერიოზული პრობლემა მოახლოებული კრიზისის პირობებში. სწორედ ამიტომ, ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით:
პირველი, 3 თვით უნდა შეჩერდეს ყველა იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონი სადაც ხდება ქონების რეალიზაცია.
სამი თვით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა მიმდინარე სააღმსრულებლო საქმეზე, სადაც კრედიტორი, ანუ ის მხარე, რომლის მიმართაც ათასობით მოქალაქეს აქვს ფულადი ვალდებულება. ეს არის ან ბანკი ან სხვა კრედიტორი ორგანიზაცია. ბანკებმა გვითხრეს, რო 3 თვით გადაავადებენ სესხს, მაგრამ ხდება იძულებითი წესის აღსრულება.
მესამე სამი თვით უნდა შეჩერდეს ყველა წარმოება, რომელიც შესულია იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც კრედიტორი გახლავთ სამინისტრო. აქვე ვგულისხმობ ყველა ჯარიმას. ამ ყველაფერზე მიმდინარეობს იძულებითი წესის აღსრულება.
საგადასახადო ორგანოებმა სამი თვით უნდა შეაჩერონ იძულებითი წესით აღსრულება ყველა მოქალაქის მიმართ. იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე თავისით იხდის გადასახადს, ეს მისასალმებელია. მხოლოდ დღეს 400 საქმე დარეგისტრირდა. მათ მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ხოლო უკანაკნელი 3კვირის განმავლობაში 5000 წარმოება მიეცა აღსასრულებლად და 270 ათასი მოქალაქე არის წარდგენილი, რომელიც ვერ იხდის ვალს. ეს რაოდენობა არის უკიდურესად მოწყვლადი ეკონომიკურად და ამას ემატება ის, რომ ისინი სახლში არიან გამოკეტილი.
იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინიციატივას ხელისუფლება ხორცს შეასხამს და რაც შეიძლება მალე და სწრაფად. თითოეული დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობისთვის” – განაცხადა ნიკა მელიამ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი