“მოამბემ და შსს-მ რატიანის ვიდეოთი უნისონში იმოქმედეს, რაც უნდოდა შსს-ს ის გააკეთა მოამბემ”

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ქეთევან მსხილაძის განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის შესახებ ვიდეომასალის ეთერში გაშვებით, საზმაუს საინფორმაციო სამსხური შსს-სთან ერთად უნისონში მოქმედებდა . მსხილაძის თქმით, ვიდეომასალის ეთერში გაშვებით “მოამბე” პოლიციის ქმედების გამართლებას შეეცადა:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“ბევრჯერ ვთქვი ჩემს კომენტარში და კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ვიდეოს გავრცელება გაკეთდა იმისთვის, რომ რატიანთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება გაემართლებინათ და ამ ვიდეოთი შეემზადებინათ ნიადაგი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. არაფერს არ ვამტკიცებ. არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, ან დამანაშავეა, მაგრამ როდესაც მედია ხარ და ავრცელებ ისეთ მასალას, რომ ის ყოველგვარი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და იცი, რომ ეს სრული მასალა არ არის, ამას აკეთებ ისე, რომ ეჭვიც არ შეგაქვს არაფერში, ეს არის სპეციალურად გაკეთებული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიამოვნებით, ყოველგვარი დაბრკოლების და დაფიქრების გარეშე გაუშვა მასალა ეთერში და შეეცადა პოლიციის, ხელისუფლების ქმედების გამართლებას. ჩემი აზრით, რაც მოხდა და რაც დავინახე, არის ის, რომ მოამბემ და შსს-მ რატიანის ვიდეოთი უნისონში იმოქმედეს, რაც უნდოდა შსს-ს ის გააკეთა მოამბემ.” განაცხადა ქეთევან მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში.

loading…
გააკეთე კომენტარი!