“მმართველმა პარტიამ ფეხქვეშ გათელა იმ მოქალაქეების ღირსება, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა”

ქართული ოცნება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-სახალხოგანხილვაზე თბილისში ერთ-ერთმა მოქალაქემ„ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობასთან“ დამყარებულიკოაბიტაცია გაუხსენა და უთხრა, მისთვის ხმა იმიტომ არმიუცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაეძლიერებინა. ამ საკითხს გაზეთ “ახალ თაობასთან” საუბარში მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევანჩაჩუა ესაუბრა.

“ეს თემა ისევ აქტუალურია. ასეთი საყვედურები„ქართული ოცნების“ დეპუტატებს რეგიონებშიც უთხრეს. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენში ადამიანები, რომლებსაც მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება, არსებითად მიიჩნევენ სხვა საკითხებს. საქართველოშიარასდროს ყოფილა საპროტესტო გამოსვლები უფასო სასადილოების გახსნის, ან სამუშაო დროისშემცირების მოთხოვნით. ამგვარი მოთხოვნების გამო სხვა ქვეყნებში მანქანებს წვავენ და ვიტრინებსამსხვრევენ. ვამაყობ, რომ საქართველოში ადამიანებს, პირველ რიგში, აღელვებთსახელმწიფოებრივი და სულიერი პრობლემები და არა _ სოციალური საკითხები. კოაბიტაცია ერთ-ერთი არსებითი საკითხია.

 

ხალხისთვის ის მიბმულია ღირსებასთან და სამართლიანობასთან. კოაბიტაციის გამოცხადებითმმართველმა პარტიამ ფეხქვეშ გათელა იმ მოქალაქეების ღირსება, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმადააზარალა. რამდენი წელია, უნდათ თავიანთი უფლებების აღდგენა. საუბარი არაა მხოლოდ ქონებისდაბრუნებაზე. საზოგადოებისთვის გულსატკენია ის, რომ ქართული ოცნება გაურიგდა ნაციონალურმოძრაობას, რომელიც ლამის 10 წლის განმავლობაში დამპყრობელივით იქცეოდა საკუთარქვეყანაში და არ შეასრულა დაპირებები. ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალები და მათი განაყოფებიმთავარ ოპოზიციად დაგვისვა პარლამენტში, შუა კი გაკრიფა. პოლიტიკაში დატოვა ორი ოდიოზურიძალა თავისი განაყოფებით,”-აცხადებს ლევან ჩაჩუა.

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი