მმართველი გუნდი მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა თვლის, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია – პრემიერი ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს

მამუკა ბახტაძე

“გუშინ არ მომისმენია ქალბატონმა სალომემ რა თქვა, თუმცა ასეთი კითხვა როცა დაისვა, მე გავეცი დეტალური განმარტება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს,” – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა თვლის რომ რუსეთი ოკუპანტია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ბახტაძე აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს რისკი ვერ აიცილა, ბახტაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი შეუქცევადი ევროინტეგრაციაა.

“რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი მოქმედებები. მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელზეც ვსაუბრობ ყველა ფორმატში. ეს არის ჩვენი შეფასება, ეს არის შეფასება ჩვენი მეგობრების.

“სხვა საქმეა, რომ სამწუხაროდ, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრინციპული, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის და ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად, ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც გაცხადებულია ჩვენს მიერ, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული, ეს არის შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა და ეს გახლავთ საქართველოს ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა,“-აცხადებს პრემიერი.

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი