(ვიდეო)თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის დეტალები

მერი გობაძე

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის ბებიას აზრით,  სამართალდამცავების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში მომხდარის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

კაცის მოსაცმელი

“ემუქრებოდა,რომ თუ ამას გაამჟღავნებდა,თუ წავიდოდა საჩივლელად,მიდიოდა დაუწერია საჩივარი,ძალიან ბევრჯერ დაწერა,ემუქრებოდა შვილის სიკვდილით,იცოდა,რომ რაღაცას დამართებდა,მაგრამ ფაქტები უნდოდათ.ფაქტები თუ არ გვაქვს ვერ დავიჭერთო და ფაქტი რა არის? ფაქტი ხომ გვაქვს. რა ეშვებელა ახლა ამ ბავშვს, რა გვეშველება ჩვენ,რომ მოგვიკლეს უდანაშაულო ბავშვი.ფაქტი მკვლელობაა.ვინ მოუწერდა შეწყალებაზე ხელს,ვინ შეიცოდებდა,როცა ციხიდანაც ემუქრებოდა.რა მოხდებოდა რომ გაეგზავნათ ერთი პატრულის მანქანა?გაეჩერებინათ და თვალყური ედევნებინათ.თამარს უნდოდა ისევ წყნარი ლაპარაკით,რაღაცით შეეგნებინებინა,რომ თავი დაენებებინა,გამჟღავნებისაც ეშინოდათ,შვილებსაც არ ეუბნებოდა ყველაფერს,ეუბნებოდა მორიდებოდა,თავი შორს დაეჭირათ.აი წარმოვიდგინოთ ესეთი ადამიანი, 3 წლის ბავშვს და 6 წლისას,რომ ამას აყურებინებ დედის დაკვლას და ბავშვებს ეუბნება კარები არ გააღოთო.6 წლის ბავში გაიქცა კარს გასაღებად და დაუყვირა შიგნით შესულიყვნენ ბავშვებმა მოიფქირეს,რომ აივნიდან იყვირეს დედას უშველეთო.ბავშვები არ მოყავთ,ძალიან განიცდის უფროსი ყველაფერს,იმან შეაშინა,დაყუვირა.არ საუბრობენ,უფროსმა მხოლოდ ის თქვა,როცა შევიდნენ პირველი ოთახიდან გამოვიდა.დაელოდა,რომ კარგად შესულიყვნენ ოთახის სიღმეში,კარი დაუკეტა და სტაცა თამარს ხელი.ის სახლში დახვდა ტანსაცმელი დაუკუწა,ფეხსაცმელი დაუკუწა,არაფერი არ დაუტოვა. არ ვაპატიებთ,მაგან დანით მომიკლა ძვირფასი შვილიშვილი,მე თითებით,ფრჩხილებით უნდა გამოვაცალო ის ყელი.”-მერი გობაძე.

იტვირთება…

პოპულარული

„მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი?!“ - რაში ადანაშაულებს მცირეწლოვანი ბავშვის დედა ქართველ ექიმებს
"ჰეროკრატიაში" მონაწილეობისა და "ოცნების" მხარდაჭერისთვის მსახიობი სააკაშვილს ბოდიშს უხდის - რა უპასუხა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა
სექსუალურ ორგიებში მონაწილე ტურისტები დააკავეს ( ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად აიწევს - უახლესი დღეები პროგნოზი
დაწერე კომენტარი