მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზისთვის უცხოელი ექსპერტებს მოიწვევს

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, იგეგმება უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რათა ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.

solva.ge

ადვოკატის განცხადებით, ჯერ არ დასრულებულა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა, შესაბამისად, დაცვის მხარეს არ აქვს ნივთმტკიცებები, რათა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს:

„ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვას, რამდენი დანა იყო გამოყენებული დანაშაულის ჩადენისას. მე ვფიქრობ, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზების დასრულება ხელოვნურად ჭიანურდება. შესაძლოა ეს ექსპერტიზები არსებითი განხილვის მსვლელობისას არ დასრულდეს. მე ამის მოლოდინიც მაქვს. ისე საეჭვოდ ჭიანურდება, რომ ალბათ ვერ დასრულდება”, – განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

loading…
გააკეთე კომენტარი!