სასტიკი მკვლელობა თელავში – ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე მდგომარეობაშია

ლოგინში მწოლიარე ავადმყოფი

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, რევაზ კეკელიძე, რომელმაც სასტიკი დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, მძიმე მდგომარეობაშია. მამაკაცი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საავადმყოფოს დირექტორმა, ზურაბ საჩიშვილმა “ნიუპოსტს” განუცხადა, რომ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

დაშავებულს რამდენიმე საათიანი ქირურგიული ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა.

სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, რევაზ კეკელიძემ სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ცეცდხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. ქალს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მომხდარზე გამოძიება, 109 – ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ნიუპოსტი

loading...

პოპულარული

"წითელი მანიკურები რატომ უსვია?" - რას ამბობს მრევლი ნარიმანის წითლად შეღებილ ფრჩხილებზე (ვიდეო)
ინგა სიორიძე გარდაიცვალა
„ოპოზიცია 55% vs ქართული ოცნება 39%... დანარჩენს გაიგებთ „მთავარზე“ – ნიკა გვარამია IPSOS-ის კვლევის შედეგებს აანონსებს
"რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა რა, რატომ ვერ მოერიე ამ ბრძოლას..." - გიორგი მასხულია
დაწერე კომენტარი