„მკვლელებად თქვენი უმოქმედობა გვაყალიბებს!! გაანძრიეთ საჯდომები, შეცვალეთ კანონები, კიდევ რამდენი ჩვენგანი უნდა მოკვდეს?“

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში თავის ერთ ისტორიას ჰყვება:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

„მკვლელებად სახელმწიფოს უუნარობა გვაყალიბებს! ერთ ისტორიას მოგიყვებით: შარშან შევუკვეთე ავეჯი, ვინმე, შემდგომში თაღლით ვლადიმერ (ვოვა) კოტრიკაძეს, 1600 ლარამდე ჩავურიცხე და გაქრა ეგრევე. ანუ, კი არ გაუჭირდა, თავიდანვე ამ მიზნით შექმნა საიტიც, შპს-ც და ამის მილიონი მტკიცებულება არსებობს.

ვიპოვეთ ცოლი: თათია ბ., სიდედრი – ლელა ბ., ა.შ. მოკლედ, ყველა გზა ვცადეთ, ყოველდღე ცვლიდა ნომრებს. ბოლოს მივხვდი, რომ გადახდას არ აპირებდა. მივმართე პროკურატურას, დაიწყო გამოიძება, დაგვიკიდეს. არ აქვს და რა მოგცესო. სასამართლოზეც ასე მითხრეს კონსულტაციის დროს, მოიგებ, მაგრამ თავის სახელზე არაფერს გააფორმებს და აღსრულება არ გიწერიათო. ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებინათ, რომ ბედნიერად ვეღარ გაეგრძელებინა სხვა ხალხის “ძარცვა”.

რა გვრჩება: ჩავკიდო ხელი რამდენიმე “ძველბიჭს ქუჩიდან” და დავადგეთ ვოვას. შელაპარაკება აუცილებლად იქნება, ვიღაცა ვიღაცას ხელსაც დაარტყამს. ტკივილისგან გადაგვეკეტება, დავავლებთ ხელს იქვე დაგდებულ რამე ბლაგვ საგანს, მაგალითად ქვას და აფეტქურ მდგომარეობაში თავს გავუჭეჭყავთ ტკივილის მომყენებელს. მერე იმათი მხრიდან, ვიღაც ბოთლს იპოვის და თავზე გადაგვალეწავს.

ნაწილი მოვკვდებით, ნაწილს დაგვიჭერენ. ყველანი გავუბედურდებით და რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურამ და ვერცერთმა საკანონმდებლო ორგანომ ვერ მოაგვარა ის, რისი მოგვარებაც მე ქუჩური წესებით მომიწია და შევეწირე კიდეც.

დიდი მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა/POGსაქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia, რომ არსებობთ, მაგრამ არსებობაზე გაცილებით მეტი გვჭირდება!!!

ჩვენ არ ვიბადებით მკლელებად, მკვლელებად თქვენი უმოქმედობა გვაყალიბებს!! გაანძრიეთ საჯდომები, შეცვალეთ კანონები, კიდევ რამდენი ჩვენგანი უნდა გაუბედურდეს, ან მოკვდეს, რომ რაღაც შეიცვალოს!

“ალია”

loading…
გააკეთე კომენტარი!