“ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს”-გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მისი თქმით, მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი”,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

პოპულარული

"ეს იყო დაცინვა და მასხრად აგდება... მოცდის დროც აღარ მაქვს" - დავით სოკოლოვის ემოციური მიმართვა კახი კალაძეს
"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ" - როგორ გამოიყურება რუსი მორაგბე ბორჯღალოსნებთან ჩხუბის შემდეგ
დაწერე კომენტარი