მიხეილ, ფეხებზე რომ გეკიდა ყველა და ყველაფერი, ისიც დაგავიწყდა?! – თამაზ ბაკურიძე 

მიხეილ სააკაშვილი

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს:

შავი ჩაი ასკილით

 

„საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო რომ ოჯახის უახლოეს წევრს გაწირავს ადამიანი, აი, ის ხარ შენ, მიხეილ! რა დონის ნაძირალა უნდა იყოს ადამიანი, რომ შვილი, თანაც 11 წლის, გარიო შენს პოლიტიკურ აფიორაში. რამდენჯერ და როდემდე?

სად არის ჩემი შვილიო, რომ მიმართავდი გუშინ პოროშენკოს, ის თუ გაგახსენდა, შენი „მეფობის” დროს საქართველოში რამდენი შვილი წაართვი დედას, რამდენ დედას მოუკალი შვილი, რამდენი მომავალი მამა, მშობელი მოუსპე ქვეყანას? რამდენი დედა ააცრემლე შვილის მოკვლის გამო, ჰა? სამი უდანაშაულო აჭარელი ბიჭი უმოწყალოდ ჩაცხრილე შუაგულ თბილისში, დაგავიწყდა? მათ არ ჰყავდათ დედ-მამა ? ფეხებზე რომ გეკიდა ყველა და ყველაფერი, ისიც დაგავიწყდა?!

კიდე კარგი, ქართველმა ხალხმა გაგაძევა ქვეყნიდან და საერთაშორისო მნიშვნელობის მაწანწალა ძაღლად გაქცია, არავის არსად და არაფერში რომ ჭირდები. მხოლოდ შენი დიდი ბოსები ამერიკასა და რუსეთში თუ გადმოგიგდებენ ლუკმა-პურს, რომ მანამ არ წაიქცე, სანამ მათ ინტერესებს სჭირდები. ზოგს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ შენ ჯერ უკრაინის, შემდეგ ევროპის და საქართველოს „მეფე” გახდები, მაგრამ არც ისე დიდი დროა იქამდე, რომ საბოლოოდ გაფარჩაკდები ისე, საკუთარ ოჯახის წევრებსაც არ გამოადგები არაფერში.

ივანიშვილისადმი ჩემი სიმპატიები მხოლოდ ამ ერთ საქმეში გამოიხატება, შენ ნიღაბი ჩამოგხსნა და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიის შუქურა კი არა, მსოფლიო დონის აფერისტი ხარ, რომელმაც გაყიდა საკუთარი ქვეყანა და ხალხი… ასეთად დარჩები შენ ქვეყნის ისტორიაში”, – წერს თამაზ ბაკურიძე.

loading…

პოპულარული

"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
"ზუსტად 20 წლის წინ" - ფოტო, რომელზეც უამრავ ცნობილ ადამიანს ამოიცნობთ
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი