მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა

სააკაშვილი

 მიხეილ სააკაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ, რუსთავის ციხესთან, მსჯავრდებულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, განუცხადა. 

ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად, როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას”- თქვა ხერხეულიძემ. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი