მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა ხვალ უნდა აირჩიოს.

არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელა პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდა, მხარი მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატებს დაუჭირონ, სიებით კი საკუთარი ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის “ხალხის მსახური” სასარგებლოდ მისცენ.

სააკაშვილმა ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება სხვა პარტიებსაც ურჩია, რომლებსაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ.

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მივცეთ უმრავლესობის ფორმირების შანსი ძველ პოლიტიკოსებთან დათმობების გარეშე. ახლა თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია და მე არ მინდა, რომ ჩვენი პროცენტების გამო, რომელმაც შესაძლოა რადაში შესვლის საშუალება მაინც არ მოგვცეს, პარტია ”ხალხის მსახურმა” ვერ მოაგროვოს რამდენიმე პროცენტი იმ შესაძლებლობისთვის, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება. ამიტომ მძიმე დისკუსიების შემდეგ მხარი დავუჭირე შემდეგ გადაწყვეტილებას: ჩვენ ვთხოვთ მომხრეებს მხარი დაუჭირონ ჩვენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სიებით კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხმა მისცენ ”ხალხის მსახურს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი