მიხეილ სააკაშვილის ვაჟს ”ღორის გრიპი შეხვდა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს:

“ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ “მთავრობას” ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვაქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და “ოცნება” კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება დაუთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ”.

პოპულარული

რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის გივიკო ბერუაშვილი 24-საათიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
„გამოიკვეთა ადამიანი, ვისაც დაუჭერს ყრილობა მხარს და ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე“ - ენმ-ის ყრილობა 24 მარტს გაიმართება
„გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად“- საფრანგეთის ელჩი
„წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული“ - ჯანი ბუკიკიო კობახიძის ინიციატივაზე
„რუსეთმა უნდა გამოიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს“ - პასკალ მენიე
"მზე ღრუბლებში დაცურავს" - ნასვამი "ბორჯღალოსნები" თვითმფრინავში მღერიან (ვიდეო)
საოცრად ემოციური ისტორია გომბორზე დაღუპულ ნიკუშა გუჯეჯიანზე - "არ მინახავს კაცი რომელიც ქალს ესე ექცევა"
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის
აპრილის ბოლომდე დაძაბული და აგრესიული პერიოდია, განსაკუთრებით ქალებისთვის" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი