მიხეილ რამიშვილი დაპატიმრების მოლოდინში – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

რამიშვილი - თემური თამარს კარგად იცნობდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. უფლებათადამცველი პროკურატურას არ ენდობა და ის გამოძიების კითხვებს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. შოთაძის უწყება ადვოკატს ბურუსით მოცული საქმის მტკიცებულებების გაყალბებას ედავება. 

ეს არ არის ჩემთვის რიგითი, როგროც ადვოკატის სამუშაო, ეს არის ჩემთვის, როგორც ჩემი ოჯახის ტრაგედია. არა თუ ჩემი თავისუფლება, ჩემი სიცოცხლეც, რომ შეეწიროს ამ საქმეს გაუხნსელს არასდროს არ დავტოვებ, – თქვა მიხეილ რამიშვლიმა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ ტელეფონი გუშინ ჩამოართვა და ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნა. გუშინვე, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ რამიშვილის კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა არ მომხდარა. 

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. შესაბამისად, რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.

საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. 

რამიშვილს  ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერე კომენტარი