მიხეილ ბატიაშვილზე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს – ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, მისი მშობლის საქმესთან პირდაპირ კავშირშია.

შენგელია, არ გამორიცხავს, რომ მიხეილ ბატიაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს და ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლომ უფრო დააჩქაროს.

„განათლების მინისტრის გადადგომას ვუკავშირებ მის საქმეს, ვინაიდან მან დაუშავა ძალიან დიდი შეცდომა და ამავდროულად ჩაიდინა დანაშაული, როდესაც თავს დაესხა სკოლა და გამოიწვია ამ ადამიანის გარდაცვალება. მაშინვე არ გაუშვეს თანამდებობიდან, არ უნდოდათ პირდაპირ არ დაეკავშირებინათ ამ ფაქტისთვის თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ია კერზაიას საქმეს, იმას რომ ჩვენს უკვე სტრასბურგში შევიტანეთ სარჩელი. მათ დამოკლეს მახვილივით ჰყავდათ მთავრობის წევრად ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად მკვლელობაში, იყო ეჭვმიტანილი და ბრალდებული და რაც მთავარია ბატიაშვილი იყო ამ საქმის მთავარი შემოქმედი. ამიტომ მათ შეარჩიეს დრო და გაათავისუფლეს, სხვას ვერაფერს მიეწერება ადამიანი რეფორმატორად არის წარმოჩენილი და ყველას ახსოვს მას რაღაცა გრძელვადიანი პროექტები წარადგინა და უცებ ტოვებს თანამდებობას. საბოლოო ჯამში ეს წაადგება ჩვენს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ბატიაშვილი გადააყენეს, მას გადადგომა რომ სდომოდა შარშან გადადგებოდა, ახლა შეარჩიეს შესაფერისი დრო, რასაც ჩვენ ველოდებით უკვე დიდი ხანია. ​ამ მთავრობის პირობებში ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია მიხეილ ბატიაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რასაც ვფიქრობ რომ სტრასბურგის სასამართლო დააჩქარებს“, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ცნობისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

პრემიერის თქმით, მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრემიერს თავად მიმართა.

დაწერე კომენტარი