ნინო ბურჯანაძე მაიკ პენსთან შეხვედრაზე მიწვეული არ არის

ნინო ბურჯანაძე

მე კარგად ვიცნობ ამერიკის დემოკრატიის ხარისხს – უკვე ტრადიციად იქცა ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიონ ისეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

ბურჯანაძის განცხადებით, „არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა დიდად დაინტერესებული“ მისი პოზიციის მოსმენით.

„აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვდება ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ჩვენი პარტია არავის მიუწვევია ამ შეხვედრაზე. ეს მე არ მიკვირს – ასე ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იყო შემთხვევები, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს მე არ ვიყავი საქართველოში ან პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ბურჯანაძე არ მოიწვიოთო. იგივე ხდება დღესაც. პენსი ხვდება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ. არ გვხდებიან ჩვენ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. უდავოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ამერიკისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

პოპულარული

"17 წლის გოგოს ჩვილი მოუკლეს იმიტომ, რომ მისი ყვერი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა... იმიტომ, რომ..." - შემზარავ ამბავს სოცქსელში ეხმაურებიან
"ეს ხდება კარფურში...როდემდე ადამიანებო?" - რა შეემთხვა ჰიპერმარკეტის თანამშრომელს
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
დაწერე კომენტარი