“მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა” – 13 ივნისს დაღუპული ინდირა ზარანდიას შეყვარებული

13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპული 22 წლის ინდირა ზარანდიას შეყვარებული, ირაკლი ჟორჟოლიანი, რომელიც ბოლო იყო ვინ დები ზარანდიები ნახა, “ფეისბუქში” უმძიმეს სტატუსს აქვეყნებს:

“ყველამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზეადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილიდა მოსიყვარულე ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს. შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა.” – დაწერა ტრაგედიისას გოგონას შეყვარებულმა.

2015 წელი.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი