“მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს არის როგორც ხიჭვი”- მეუფე შიო

“მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს არის როგორც ხიჭვი”- ეს განცხადება, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

შავი ჩაი ასკილით

მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების დღეს აღნიშნავს. რამდენიმე საათში ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, წაიკითხება შენდობის ლოცვები. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგება დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.

„მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს არის როგორც ხიჭვი და ეს რომ გაქვს შენ ჩარჩენილი გულში, ნაწყენი, რომ ხარ, ვერ პატიობ, არ პატიობ აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის რომ მადლი მოვიდეს. აი, როგორც ურდული, რომ ადევს კარებს, ურდული ხომ კეტავს კარებს?! აი, ესე ეს წყენა მიუტევებელი კეტავს ამ ჩვენი გულის კარს და აღარ უშვებს სულიწმინდის მადლს. როდესაც სულიწმინდის მადლი არ შემოდის ცოდვებიც არ გვეპატიება. ვერ განვიწმინდებით ჩვენ ცოდვებისგან,“-განაცხადა მეუფე შიომ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი