მიუნხენის კონფერენციის მონაწილეები რუსეთის აგრესიის მთავარ ბერკეტად საქნციებს ასახელებენ

მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთ თემად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს განიხილავენ. ღონისძიების მონაწილეები თანხმდებიან, რომ ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი სანქციებია.

შავი ჩაი ასკილით

სანქციებს უერთდება საქართველოც. მიუნხენში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ მიერთებული ვართ სანქციებს. საქართველოს ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და, რომელიც არის ჩვენს მთავარ, ძირითად პარტნიორებთან შესაბამისი,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის მიუნხენში ვიზიტის მიზანი არის პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარება. ლევან იზორიას თქმით, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო იღებს ან მიიღებს მომავალში, იქნება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებული.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი