“მის უწმინდესობას ქვეყანაში თვით საოცარი დაცემულობის დროს არ ჰქონია მსგავსი განცდა”- მეუფე პეტრე პატრიარქის განცხადებაზე

მეუფე პეტრე

პატრიარქის რეზონანსულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეხმაურება. მეუფე პეტრე თვლის რომ ილია მეორის ამ განცხადებას კონკრეტული ადრესატი ჰყავს:

„გავიხსენებდი და ვფიქრობ, რომ მის უწმინდესობას თვით კომუნისტური მმართველობის დროს ათეისტურ პერიოდში, თვით სამოქალაქო ომის, აფხაზეთის ომის, მხედრიონის თარეშობის და ქვეყანაში საოცარი დაცემულობის დროს არ ქონია მსგავსი განცდა. ასევე მახსენდება 2012 წელს სახელისუფლებო ცვლილების შემდეგ პატრიარქის სიტყვები, რომ თითქოს ქვეყანა იდგა უფსკრულის პირას და ჩვენ მასში ჩავიხედეთ და თითქოს ხსნა გამოჩნდა და დიდი იმედი გაჩნდა. მაგრამ ისევ აღმოჩნდა, რომ ვერ შევაფასეთ სწორად მოვლენები“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე სინოდის მოწვევას და პატრიარქის გზავნილების განხილვას ითხოვს. მისი ტქმით ქვეყანაში კრიზისის დაძლევა ეკლესიიდან უნდა დაიწყოს.

„საუკეთესო შემთხვევაში, თუ იქნება მოწვეული დიდი საეკლესიო კრება და ასევე შევეხებით ამ საკითხს და შევთხოვთ სულიწმინდას რომ გამოსავალი გვაპოვნინოს, რამეთუ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ამ თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი