“მიპატიებია, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება, უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა”

ნიკო

ოქალაქე დარეჯან კვარაცხელია, სოციალურ ქსელშ აზიარებს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის სიტყვებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,, მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა” – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის, ნიკოს დედამ. სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ…

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი” – წერს დარეჯან კვარაცხელია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი