“მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 6 ლარი უნდა გახდეს” – დავით ჩუთლაშვილი

"მწვანე სოლიდარობის მოძრაობა".

“მწვანე სოლიდარობის მოძრაობის” დამფუძნებელი დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ის საკანონმდებლო ინიციატივით აპირებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ განცხადების შეტანას.

cyc

იხილეთ პოსტი:

“ძვირფასო მეგობრებო, მსურს, პარლამენტში შევიტანო საკანონმდებლო ინიციატივა 6-ლარიანი მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესების შესახებ. ახლა უბრალოდ მაინტერესებს, რამდენი ადამიანი იწონებთ ამ ინიციატივას. თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანებს გსურთ, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 6 ლარი გახდეს, დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას. მოიწონეთ ეს პოსტი, თუ გსურთ, რომ ინიციატივა შევიტანო. თუ არ მოგწონთ ეს ინიციატივა, კომენტარებში გამოთქვით საკუთარი აზრი, ხოლო თუ მეტისმეტად ცოტა ან მეტისმეტად ბევრი გგონიათ საათში 6 ლარი, ამიხსენით, თქვენ თვითონ რამდენს ისურვებდით. ხომ გვაქვს დემოკრატია? ჰოდა, მე მსურს, რომ დემოკრატიული ინიციატივა შევიტანო, თქვენი აზრის გათვალისწინებით.”-წერს დავით ჩუთლაშვილი “Facebook” გვერდზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი