მინდელის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს კანის გადანერვის ოპერაცია ჩაუტარდება

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ.

შავი ჩაი ასკილით

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება ხვალ იგეგმება, ხოლო მეორესი კი – ზეგ.

„ორი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი თავიანთ  ოჯახებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“, – განაცხადა ქაშიბაძემ და დასძინა, რომ ამ დროისთვის ორივე პაციენტს ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვს.

გუშინ მინდელის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. 6-დან სამი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი