„მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არცერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული“

ცერცვაძე

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არცერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„საერთოდ, მთავრობის სახე კრიზისულ სიტუაციაში ჩნდება ხოლმე.

კრიზისებს შორის პერიოდში უფრო რთული შესამჩნევია, ვინ მუშაობს ეფექტურად და კარგად, და ვინ – ნაკლებად კარგად.

რა თქმა უნდა, მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ყველა მითითება – დაიცვან სოციალური დისტანცირება, დარჩნენ სახლში, ხშირად დაიბანონ ხელები, მაგრამ მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არცერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული.

იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც მაინც გახდება ავად, რაც გარდაუვალია, უკვე ექიმები იღებენ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნებენ.

მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რომ ადამიანები ავად არ გახდნენ, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, დაავადებულთა სიცოცხლეზე ექიმები ვზრუნავთ.

სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წელს გადაცილებული – 79, 81 და 86 წლის.

79 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ჩვენ არ გვყავს, მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი