
მე-10 დღეა საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. როგორც ლ.მ მამა ჯიმშერი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, მისი შვილის შესახებ სიახლე არ აქვს.
„მინდა, რომ შვილი ვნახო ცოცხალი. სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ წინასწარ არაფერს არ ვამბობ. დღე და ღამ ვათენებთ ტელეფონთან და ინტერნეტთან, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გამიგია, პასუხი ვის მოვთხოვო. მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და პოლიციასაც მივმართე, მაგრამ მომთხოვეს პირადობის ასლი. ყველა დოკუმენტი ქალიშვილს აქვს წაღებული. საპასპორტოში მივედი, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, – ამბობს ჯიმშერ მ.
გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში ლ.მ დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს.
primetime.ge