“მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას…” – კალაძე აქტივისტს, რომელიც მაისური შემოხევაში სდებს ბრალს, ახალ მაისურს ჩუქნის

კალაძე-კვეკვესკირი

ვარკეთილში ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა ვარკეთილში გუშინ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძე აქტივისტებს ისევ პროვოკატორებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ ღონისძიების ჩაშლა სურდათ.

ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, – ამბობს კალაძე.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს აქტივისტევის უფლებაა. მისივე თქმით, კახა კვეკესირმა მაისური თავად შემოიხია. კალაძე კვეკვესკირს სხვა მაისურს ჩუქნის, რომელზეც აქტივისტისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ფოტო აქვს დაბეჭდილი.

შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება, ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკოაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი მორიგ სკანდალში გუშინ, ვარკეთილში სკვერის გახსნისას გაეხვა – კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ინციდენტის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ინციდენტში მონაწილე აქტივისტები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ და პროვოკაციას გეგმავდნენ.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი