“მერჩივნა ეს მე დამმართოდა”- ბუსა ჟვანიას დედის პირველი კომენტარი

ნინო ჯვანია

საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია თოფაძისა და ბუსა ჟვანიას დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ნინო ჟვანია საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი შვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.

“მთავარია, ბავშვი გადარჩა და კარგად არის. მეორე მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს დიდი ტკივილია თუ უფრო მეტი არა. მერჩივნა ეს მე დამმართოდა. მესამე შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჯერ ეხლა გამოვიხედეთ თვალში და ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. ის რომ დამძიმდა ბრალი ჩემთფვის ძალიან მძიმე იყო”- თქვა ჟვანიამ.

დაწერე კომენტარი