”მინდა ვუთხრა ”ქართულ ოცნებასაც” და ”ნაციონალურ მოძრაობასაც”, დაასვენეთ ერთმანეთი და დაგვასვენეთ ჩვენც”- უსუფაშვილი

usufashvili

 ”შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში: განაცხადა მინდა ვუთხრა ”ქართულ ოცნებასაც” და ”ნაციონალურ მოძრაობასაც”, დაასვენეთ ერთმანეთი და დაგვასვენეთ ჩვენც”.

 

უსუფაშვილის თქმით, მმართველი პარტია იგივე შეცდომებს იმეორებს, რაც ”ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტრიკური დამარცხების წინაპირობა იყო. უსუფაშვილის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” ისეთივე შიში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის, როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა და სწორედ ამის გამო არ ხდება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროული გამოსავლის მოძებნა.

საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობიდან გამოსვლის შესაძლებლობაა იმ კანონპროექტის მიღებაა, რომლის ინიცირებაც 2015 წლის ივნისში მოხდა.

”კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეთანხმების ფორმულა დიდი ხანია მოძებნილია, ეს არის 2015 წლის ივნისში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ახლაც პარლამენტში დევს თაროზე. მაშინ თუ ”ნაციონალური მოძრაობის” გამო ვერ მოხდა მისი მიღება, დღეს ოცნებაა ამის მიზეზი. ამიტომ, მინდა ვუთხრა ”ქართულ ოცნებასაც” და ”ნაციონალურ მოძრაობასაც”, დაასვენეთ ერთმანეთი და დაგვასვენეთ ჩვენც, ყველა დანარჩენი. უმრავლესობამ უნდა აიღოს ის ვერსია, რომელზეც თანხმდება ბუკიკიოდან დაწყებული, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია. ამ გამოსავლისკენ სვლას ხელს უშლის საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანა და ხელისუფლებამ ეს ამოცანა უნდა დათმოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დაწერე კომენტარი