„მინდა, აღსაზრდელების მშობლებს ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს” – კახა კალაძე

კახა კალაძე

„მინდა, აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის დღევანდელი სხდომა ბაღების კვების საკითზე საუბრით დაიწყო.

კახა კალაძემ შპს „ნილის“ მუშაობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, თუმცა მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ხარვეზები, რის გამოც ხელშეკრულება გაუწყვიტეს.  

ამ დროისთვის ბაღების კვებით უზრუნველყოფა დირექტორებს ევალებათ, პარალელურად მერიაში კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ეს კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც ჰქონდა დავალებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. კომპანიამ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და გავუწყვიტეთ ხელშეკრულება. მინდა აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კვებით მომარაგებას თვითონ ბაღები უზრუნველყოფენ, იქამდე, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღეში შევძლებთ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი